28/02/2022
11:11
ომი უკრაინაში
„რუსეთში Equinor-ის მონაწილეობით ერთობლივი საწარმოებიდან გასვლის პროცესი დაიწყო,“ - აცხადებენ ნორვეგიელები.
Equinor რუსეთში 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ოპერირებს. 2021 წლის ბოლოსთვის კომპანიის გრძელვადიანი აქტივები ქვეყანაში 1,2 მლრდ დოლარად იყო შეფასებული.
ერთი დღით ადრე, 27 თებერვალს, „როსნეფტში“ 19,75%-იანი წილის გაყიდვაზე განცხადება ბრიტანულმა ნავთობგიგანტმა, BP-მაც გაავრცელა.
აღმასრულებელი დირექტორი, ბერნარდ ლუნი და კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი, რობერტ დადლი „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს წევრობას „ძალაში დაუყოვნებლივ შესვლის“ პროცედურით ტოვებენ.
კომპანიის შეფასებით, „როსნეფტის“ წილის გაყიდვის გადაწყვეტილება, მთლიანობაში, 25 მლრდ დოლარამდე ხარჯს გამოიწვევს. BP, ასევე, „როსნეფტის“ სამ ერთობლივ საწარმოს დატოვებს, რომელთა საბალანსო ღირებულებაც 2021 წლის ბოლოსთვის, დაახლოებით, 1,4 მლრდ დოლარი იყო.
0
0