27/08/2023
14:14
სპორტი
რამდენიმე თვის წინ, ლუჩანო სპალეტიმ "ნაპოლისთან" ზაფხულში კონტრაქტი ვადამდე, ერთი წლით ადრე გაწყვიტა და თქვა, რომ დასვენება სჭირდებოდა.
მაშინ “ნაპოლის” კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა კი განაცხადა, რომ შემოქმედებით შვებულებაში გაუშვა და თუ ერთი სეზონის განმავლობაში სხვაგან მუშაობას დაიწყებდა, 3 მილიონის გადახდა მოუწევდა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სპალეტი იტალიის ნაკრების თავკაცად დანიშნეს, ხოლო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ დე ლაურენტისისთვის ფულის გადახდა არ ისურვა.
"ნაპოლის" მფლობელმა ყოველდღიურ გაზეთ Il Foglio-სთან ინტერვიუში აღნიშნულ საკითხზე ჩვეული სარკაზმით ისაუბრა. მისი თქმით, ლუჩანომ უთხრა, რომ “დაიღალა, უნდოდა ტოსკანაში თავის დიდ მამულში, სადაც რამდენიმე ჰექტარზე ვენახი აქვს გაშენებული, ბოსტანი აქვს, მონადირე ძაღლები და ცხენები ჰყავს, დაესვენა და მიწა დაემუშავებინა”, მაგრამ რა ხდებოდა მის თავში, მხოლოდ მან იცოდა. მოკლედ, გაუშვა, იმედგაცრუებული დარჩა და შეიძლება სასამართლოში უჩივლოს. ახლა ამ საქმეს მისი იურისტები სწავლობენ, თვითონ კი არ ჩაერევა.
დე ლაურენტისი ნეაპოლს სიყვარულში გამოუტყდა: "მე მიყვარს ეს ქალაქი. ის გულში მიხუტებს. ყველაზე ლამაზი სურათია, როდესაც ზღვასთან მივდივარ. სულ უფრო და უფრო შორს ვიყურები და მექმნება შთაბეჭდილება, თითქოს მეხვევა. კინოდან ფეხბურთზე გადმორთვა არ იყო ძნელი და მტკივნეული, როდესაც რაიმე გაინტერესებს, ეს ყველაფერი ადვილი ხდება. მე ბედნიერება მხვდა წილად მემუშავა ოჯახში, რომელმაც კინოინდუსტრიაში მოღვაწეობის საშუალება მომცა - გავმხდარიყავი მეწარმე და საამისო გაბედულება მქონოდა. როდესაც "ნაპოლი" ჩავიბარე, დარწმუნებული ვიყავი, რომ ახალ საქმეს მალე ავუღებდი ალღოს".
0
0