07/06/2022
12:00
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს ქვეყნის პარლამენტში უნდობლობა არ გამოუცხადეს. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა კონსერვატიული პარტიის 148-მა წევრმა, ხოლო 211-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
კენჭისყრა ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც 54-მა დეპუტატმა კონსერვატორმა ამ ინიციატივით კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთ კომიტეტს მიმართა. იმისთვის, რომ ჯონსონი თანამდებობიდან გადამდგარიყო, ამ გადაწყვეტილებისთვის მხარი უნდა დაეჭირა მისი პარტიის 180 წევრს.
ჯონსონის თანაპარტიელთა უკმაყოფილება 2022-2021 წლებში მის რეზიდენციაში პანდემიის დროს მოწყობილი რამდენიმე წვეულება გახდა. თავად ჯონსონმა რამდენჯერმა განაცხადა, რომ კარანტინის წესები მას არ დაურღვევია.
2020 წლის ივნისში ლონდონის პოლიციამ ჯონსონის დაბადების დღის აღნიშვნის დროს ანტიკოვიდური შეზღუდვების დარღვევისთვის პრემიერ-მინისტრი და მისი მეუღლე დააჯარიმა.
პარლამენტში კენჭისყრის ჩატარებას თავად ჯონსონიც უჭერდა მხარს, რადგანაც მისი თქმით, აუცილებელი იყო „ამ ისტორიის დასრულება, რათა მთავრობას საქმე ეკეთებინა და მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გაეგრძელებინა“.
0
0