24/02/2022
21:39
მსოფლიო
ბორის ჯონსონ თქმით, ბრიტანეთმა მსხვილი რუსული ბანკების ანგარიშები გაყინა. რუსეთის მოქალაქეებისთვის ბრიტანეთის ბანკებში არსებული დეპოზიტების ზომაზე ლიმიტი დაწესდა. ამასთან, სანქციები დაწესდა რუსული ავიაკომპანია „აეროფლოტის“ მუშაობაზე. მსხვილ რუსულ კომპანიებს ბრიტანულ ბაზაზე დაფინანსების მოზიდვა აეკრძალებათ, შეიზღუდება რუსეთში ნავთობის გადამუშავებისთვის განკუთვნილი მაღალი ტექნოლოგიებსა და აღჭურვილეოის ექსპორტი.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, ფინანსური სანქციების ჩამონათვალი წარადგინა, რომელსაც რუსეთს დაუწესებს:
სანქციების პაკეტის მიხედვით, ყველა მსხვილი რუსული ბანკის აქტივი გაიყინება და ისინი გამოეთიშებიან დიდი ბრიტანეთის ფინანსურ სისტემას. შეჩერდება გაერთიანებული სამეფოს მეშვეობით სტერლინგზე წვდომა; გათვალისწინებულია ვითიბი ბანკის სრული და დაუყოვნებლივი გაყინვაც.
კანონმდებლობის თანახმად, მსხვილ რუსულ კომპანიებსა და სახელმწიფოს აეკრძალება ფინანსების მოზიდვა ან თანხის სესხება ბრიტანულ ბაზარზე. აქტივები დაუყადაღდება 100 ახალ ინდივიდს/სუბიექტს;
ავიაკომპანია Aeroflot-ს დიდ ბრიტანეთში დაფრენა აეკრძალება;
შეჩერდება ორმაგი დანიშნულების საექსპორტო ლიცენზიები ისეთი პროდუქტების დასაფარად, რომელიც შეიძლება სამხედრო მიზნებისთვის იყოს გამოყენებული; რამდენიმე დღეში, დიდი ბრიტანეთი შეაჩერებს მაღალტექნოლოგიური ნივთებისა და ნავთობგადამამუშავებელი ტექნიკის ექსპორტს;
ლიმიტი დაწესდება დეპოზიტებზე, რომლის განთავსებაც რუსებს გაერთიანებული სამეფოს საბანკო ანგარიშებზე შეუძლიათ.
ბორის ჯონსონის თქმით, შესაძლებელია, იმუშაოს მოკავშირეებთან Swift-ის გადახდების შესაჩერებლად, თუმცა „ეს ჯერჯერობით მხოლოდ გამოწვევაა.“
მსგავსი ფინანსური სანქციები ბელარუსზეც გავრცელდება, უკრაინაში შეჭრაში მისი როლის გამო.
0
0