29/12/2021
12:53
რეგიონები
აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტმა საახალწლო ნობათები მოწყვლადი კატეგორიის 165 ოჯახს უკვე გადასცა. მათ შორის ნობათები შინ მოვლის სერვისით მოსარგებლე ხანდაზმულებმაც მიიღეს.
„ჩვენი საზოგადოების ყველაზე პატივსაცემ წარმომადგენლებს, სათნოების სახლის ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცეთ. მსურს, მათ ბედნიერება და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო. ჩვენი მოვალეობაა ვიზრუნოთ ხანდაზმულებზე და მოხარული ვარ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტი ამ მხრივაც გამორჩეულია. ჩვენ მოწყვლადი კატეგორიის ხანდაზმულების საჭიროების გათვალისწინებით არაერთი სოციალური პროგრამა გვაქვს შემუშავებული, ვცდილობთ, ჩვენს ხანდაზმულებს ყველა საჭირო სერვისი სწრაფად და შეუფერხებლად მივაწოდოთ. ჩვენი ხანდაზმულები უდავოდ იმსახურებენ მშვიდ და უზრუნველ სიბერეს“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
0
0