04/12/2023
18:26
სპორტი
საფეხბურთო კლუბი საბურთალო ბოდიშს იხდის გავრცელებული ვიდეოს გამო და წერს, რომ დინამოს ბათუმთან წლებია გრძელდება საქმიანი თანამაშრომლობა და მეგობრობა.
"რადგან ფინალამდე გავრცელებულ ვიდეო მიმართვას, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, საჭიროდ ვთვლით, გავაკეთოთ მცირე განმარტება.
პირველ რიგში, ვიდეორგოლის ერთადერთი მიზანი ჩვენი გულშემატკივრობის წახალისება იყო და ემსახურებოდა მხოლოდ სპორტულ ინტერესს. ჩვენი მხრიდან, ბოდიშს ვუხდით ყველა იმ გულშემატკივარს, ვისთვისაც ვიდეო მიმართვა ემოციური და სენსიტიური აღმოჩნდა.
საფეხბურთო კლუბ საბურთალოსა და დინამო ბათუმს შორის საქმიანი თანამშრომლობა და მეგობრობა წლების განმავლობაში გრძელდება. ჩვენი პაექრობა მხოლოდ მოედანზეა და შეჯიბრის პრინციპიც მხოლოდ სპორტულია.
ვადასტურებთ პატივისცემას ჩვენი მეტოქისა და მათ გულშემატკივრის მიმართ, ჩვენს გულშემატკივარს კი ველოდებით თასის ფინალში, ერთად შევქმნათ საფეხბურთო ზეიმი მიხეილ მესხის სტადიონზე!". - წერს საფეხბურთო კლუბი საბურთალო.
6 დეკემბერს, 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება საქართველოს თასის ფინალი, სადაც ერთმანეთს ბათუმის დინამო და საბურთალო დაუპირისპირდებიან.
ვიდეოში, რომელიც მატჩამდე გავრცელდა და კლუბ საბურთალოს გულშემატკივრები მონაწილეობენ, ისინი ამბობენ, რომ "აჭარა აჭარლებს, მაგრამ თასი თბილისში რჩება".
0
0
ყველა წარმატება თავის მპტყუებაა- ლაშა ბუღაძე
17/11/2024
ახალსოფელში ქმარმა ცოლის დაწვა სცადა
17/11/2024