10/06/2023
00:49
სპორტი
ყატარის დედაქალაქ დოჰაში დამთავრებულ მსოფლიო ჩემპიონატზე +100 კგ წონი კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი ტედი რინერი გახდა.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოჭიდავე რუს ინალ ტასოევთან, ლეგენდარული ფრანგი ძიუდოისტისთვის გამარჯვების მინიჭებისთანავე ექსპერტთა ერთი ნაწილი აღნიშნავდა, რომ ოქროს დროში ინალ ტასოევს უსამართლოდ არ ჩაუთვალეს ილეთი, მოგვიანებით კი თითქმის ანალოგიიური შემთხვევა რინერს ვაზარად შეუფასეს.
29 მაისს რუსეთის პრესით გავრცელდა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯის, ევგენი როხლინის განცხადება, რომელშიც იგი აღნიშნავდა, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ შეცდომა აღიარა.
მოგვიანებით, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ინალ ტასოევს ოფიციალურად მოუხადა ბოდიში და მოლოდინი, რომ ტასოევსაც გადასცემდნენ ოქროს მედალს, კიდევ უფრო ბევრ გულშემატკივარს გაუჩნდა.
თავად ტასოევი ამბობდა, რომ იგი ილეთის შესრულებაში დარწმუნებული იყო, მაგრამ რადგან მსაჯებმა სხვაგვარად განსაჯეს, ალბათ, სწორად მოიქცნენ.
“ჩემი საქმე ჭიდაობაა და არა გარჩევების მოწყობა. თუ ოქროს მედალს მომცემენ, გამიხარდება”, - ამბობდა ინალ ტასოევი.
ინალ ტასოევისთვის ოქროს მედლის მოკუთვნებას დღეს უკვე რუსუთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გამოეხმაურა.
„ვუყურებდი. გულწრფელად რომ ვთქვათ, იმედგაცრუებული ვიყავი. გასაგებია, ასეთებიც ხდება", - თქვა პუტინმა საბრძოლო ხელოვნების აკადემიაში ვიზიტის დროს.
0
0