04/09/2024
13:17
სპორტი
პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა (ხმლით ფარიკაობაში) ჩინელ მეტოქესთან დათმო.
ირმა ხეცურიანმა კომენტარი საქართველოს პირველ ართან გააკეთა – „ვცდილობ, მაქსიმალურად მშვიდად შევხვდე ყვლა მარცხს, მაგრამ ახლა ეს მეორედ მოხდა და ძალიან რთულია. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ჩემი არ არის, მაგრამ მაინც არ დავნებდები. ძალიან რთულია იმის გააზრება, რომ ბრინჯაოს მედალი მარტივად შეიძლებოდა გვქონოდა საქართველოს.
ბოდიში მინდა ვუთხრა გულშემატკივრებს. იმედი მაქვს, რომ გამოვასწორებ. ელ ეიში ძალიან ბებერი თუ არ ვიქნები, გუნდს არ დავტოვებ. მივულოცავ ყველა ჩვენს სპორტსმენს, ვინც წარმატებას უკვე მიაღწია და წარმატებას ვუსურვებ, ვინც შემდეგ გამოვა. დარჩა რაპირაში ასპარეზობა და იმედია, რომ ძალიან ქვემოთ არ მოვხვდები, მიუხედავად იმისა, რომ ხმალი ჩემი პირველი იარაღია, რაპირაშიც ძალებს არ დავიშურებ“.
0
0