ბჟანიამ დეფაქტო შს მინისტრი გაათავისუფლა
14/06/2023
11:26
კონფლიქტები
A-
+A
ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის „ბრძანებულებით“, ვალტერ ბუთბა ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გათავისუფლდა. დოკუმენტი ე.წ. სახელმწიფოს მეთაურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„გათავისუფლდეს მილიციის გენერალ-მაიორი ვალტერ ბუთბა აფხაზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან“ - ნათქვამია „განკარგულებაში“.
„შინაგან საქმეთა მინისტრად“ დაინიშნა რობერტ კიუტი, რომელიც გაათავისუფლეს „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ უფროსის თანამდებობიდან. „პრეზიდენტის“ ბრძანებულებით, მას მიენიჭა მილიციის გენერალ-მაიორის სპეციალური წოდება.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ამავე დეფაქტო უწყების უფროსის პირველი მოადგილე თემურ აჰიბა დაინიშნა.
0
0
296
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%