22/09/2023
22:57
კონფლიქტები
რუსეთში თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ. საელჩოს ყოფილმა მრჩეველმა ტატიანა გულიამ სოციალურ ქსელში 2009 წელს გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა „პირველ დიპლომატიურ მიღებაზე მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა“.
ფოტოებზე ასახულია აფხაზეთის ამჟამინდელი ლიდერი ასლან ბჟანია.
გულია ამტკიცებს, რომ ბჟანია, როგორც ეკონომიკური მრჩეველი, „ჩანერგეს“ მოსკოვში აფხაზეთის საელჩოში დიპლომატიური მისიის გახსნისთანავე.
„აქამდე ის არავის უნახავს არც მოსკოვში და არც გუდაუთაში, რადგან უხილავი სპეცაგენტი იყო. ფოტოზე მომავალი პრეზიდენტი პირველი ელჩის იგორ ახბას „ჩრდილშია“. ირკვევა, რომ საელჩოში გათავისუფლების უკან დგას ბჟანიას სურვილი, გააძევოს თავისი „ტურბულენტური“ საქმიანობის მოწმეები“, - წერს გულია, რომელიც წელს აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა "მინისტრის" ინალ არძინბას ბრძანებით თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024