16/11/2022
14:18
სამართალი
ბიზნესმენი იციკ მოშე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს მადლობას უხდის. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„გმადლობთ მხარდაჭერისთვის. მადლობა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს, იცხაკ ჰერცოგს გამამხნევებელი სიტყვებისთვის, მხარდაჭერისთვის და რა თქმა უნდა, დიდი მადლობა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს ტერაქტის გამოაშკარავებისა და ჩაშლისთვის. სამუშაო და საქმე ბევრია. ჩვენ ვაგრძელებთ და ვემზადებით ახალი სამუშაო დღისთვის – დილა მშვიდობის“, – წერს იციკ მოშე.
ისრაელის მედიის ინფორმაციით, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის „ყუდსის“ ძალებმა საქართველოში ისრაელელი ბიზნესმენის, იციკ მოშეს მკვლელობა სცადეს.
ისრაელის მედია ასევე წერს, რომ საქართველოს სპეცსამსახურებმა აღმოაჩინეს საქართველო-ირანის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები, რომლებიც სავარაუდოდ პასუხისმგებელი იყვნენ პაკისტანელებისთვის იარაღის მიწოდებაზე.
ისრაელის სპეცსამსახურების ინფორმაციით, ეჭვმიტანილების დაკავების შემდეგ, საქართველოს და ისრაელის სპეცსამსახურებმა საკითხი განიხილეს.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ირანის ბრძანებით საქართველოს მიწაზე ტერაქტის განხორციელების მცდელობა ვლინდება“ – განუცხდა ისრაელის სპეცსამსახურის თანამშრომელმა ისრაელის მედიას.
როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოში ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა აღიკვეთა. გუშინ კი მედია იუწყებოდა, რომ ის პირი, რომლის ლიკვიდაციაც იგეგმებოოდა, სავარაუდოდ ბიზნესმენი იციკ მოშე იყო.
0
0