13/04/2024
11:00
ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) კომუნალურ კომპანიებში მარეგულირებელ აუდიტს ამკაცრებს. სემეკის გადაწყვეტილებით, ტარიფების დეპარტამენტი ორ ნაწილად გაიყო და ცალკე შეიქმნა მარეგულირებელი აუდიტის დეპარტამენტი. როგორც კომისიის თავმჯდომარე ამბობს, გეგმურთან ერთად, არაგეგმური აუდიტებიც ჩატარდება.
"ბიზნესი, რომელიც რეგულირებადია, უნდა ყოველგვარი განხილვის გარეშე, უნდა დაემორჩილოს [სემეკს]" , - ასე აფასებენ "თელმიკოში" კომუნალურ კომპანიებში მარეგულირებელი აუდიტის გამკაცრებას. კომპანიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ნინო ბენდელიანის თქმით, "თელმიკო" გამჭვირვალობის პრინციპებს ეყრდნობა.
"გადაწყვეტილება კომპანიების მხრიდან სახსრების რაციონალურ ხარჯვას ეხება. "თელმიკო" თავის საქმიანობაში ანგარიშგების ეფექტიან სისტემას და გამჭვირვალობის პრინციპებს ყოველთვის ეყრდნობოდა", - განაცხადა ნინო ბენდელიანმა BMG-სთან.
0
0