ბიულეტენის გაფუჭების მაგალითის მიცემა, არაა კარგი ტონი - ამირან სალუქვაძე გიორგი გახარიაზე
30/10/2021
14:24
საზოგადოება
A-
+A
ექსპრემიერ გიორგი გახარიას განცხადებას იმის შესახებ, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, ხმა არც ერთი კანდიდატისთვის არ მიუცია, სოციალურ ქსელში ეხმაურება ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე.
„ექს-პრემიერმა, მით უმეტეს ყოფილმა "ოცნებელმა," ბიულეტენი არ უნდა გააფუჭოს და ასეთი განცხადება არ უნდა გააკეთოს. უნდა თქვას, რომ ღირებულებითი არჩევანი გააკეთა. მაინც ვერავინ დაინახა ვინ რა არჩევანი გააკეთა. იქნებ არ გადაუხაზავს ორთავე და რომელიმე შემოხაზა? ბიულეტენის გაფუჭების მაგალითის მიცემა არაა კარგი ტონი, თორემ არავინ კითხულობს ვინ რა არჩევანი გააკეთა,“- წერს ამირან სალუქვაძე.
ცნობისათვის, პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ხმა არცერთი კანდიდატისათვის არ მიუცია. „როდესაც გვაიძულებენ ორ ცუდს შორის ერთი ავირჩიოთ, რა თქმა უნდა, მე არცერთს ხმას არ მივცემ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
0
0
419
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%