03/01/2024
19:55
ეკონომიკა
3 იანვარს ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა ბიტკოინი $45 ათასის ნიშნულს გადასცდა, რაც 2022 წლის აპრილის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
გუშინ, ბიტკოინის ფასი 6,43%-ით გაიზარდა. ხოლო 2023 წლის ყველაზე დაბალ მაჩვენებელთან შედარებით, ზრდა 170%-ია. ამ ფაქტმა, ასევე გამოიწვია კრიპტოვალუტის ბაზრის მთლიანი ზრდა იანვრის პირველივე დღეებში.
ბაზრის ექსპერტებმა და ანალიტიკოსებმა გამოთქვეს განსხვავებული მოსაზრებები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს ბიტკოინის ETF-ის დამტკიცებამ მის ფასზე მოკლევადიან პერიოდში. პიონერმა კრიპროვალუტამ მნიშვნელოვანი აღმავალი ტენდენცია აჩვენა, რაც ახალი წლის შთამბეჭდავი დასაწყისია, თუმცა საერთაშორისო მედიის ცნობით, VanEck-ის მრჩეველი გაბორ გურბაქსი პროგნოზირებს, რომ აღმავალი ტენდენციის შემდეგ, მოსალოდნელია მყისიერი გაუფასურება.
თბილისის დროით 14 საათისთვის კი, 1 ბიტკოინის ფასი 45 347 აშშ დოლარია.
0
0