24/03/2024
19:55
სამართალი
“მეტრონომის” ექსკლუზიური ინფორმაციით, უკვე არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, რომლის დროსაც გადამყიდველებს, რომლებიც კოლოსალურ ფასებად ყიდიან მატჩის ბილეთებს, კონკრეტული ადამიანები შეხვდნენ ბილეთის ყიდვის მიზნით და სცემეს.
როგორც გამოცემისთვის გახდა ცნობილი, აღნიშნული ფაქტის შესახებ პოლიციაშიც შევიდა განცხადება.
არაერთი გულშემატკივარი აცხადებს, რომ თავად დაიწყეს საკუთარი სამართლიანობის აღდგენა იქიდან გამომდინარე, რომ" საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ვერ ახდენს ბილეთების სამართლიან გაყიდვებს". ისინი აანონსებენ, რომ უსამართლო ფასების პირობებში კიდევ განაგრძობენ მსგავს ქმედებებს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ასევე ვრცელდება ჯგუფში “ბილეთების შავი ბაზარი”, სადაც მოქალაქეები გადამყიდველების პირად ექაუნთებს აქვეყნებენ შემდეგი წარწერით: “გალახულია ბილეთების გადაყიდვის გამო”.
0
0