08/09/2024
22:03
სპორტი
ერთა ლიგის პირველ ტურში უკრაინის 2:1 დამარცხებით ალბანური მედია აღფრთოვანებულია. TopSporti წერს, რომ ახლა მთელი ყურადღება საქართველოს ნაკრებთან მატჩზეა მიპყრობილი, რომელმაც ჩეხეთი გაანადგურა. კომენტარი ალბანეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა სილვინიომ გააკეთა.
ბრაზილიელი სპეციალისტი თამაშის შემოტრიალებით კმაყოფილი დარჩა და "ჯვაროსნებზეც" ისაუბრა:
"ჩვენ უკრაინას არაერთხელ შევხვედრივართ, ისევე როგორც საქართველოს. მძიმე ჯგუფია. ჩეხეთიც ძლიერი გუნდია. სამშაბათს ძალიან რთული მეტოქე გვეყოლება, ფიზიკურად მძლავრი და ორგანიზებული. ისინი 3-5-2 სქემით თამაშობენ, ფიზიკურად ძლიერი და ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავთ, ბევრს დარბიან, უტევენ, თავს იცავენ, ორგანიზებულები არიან, კარგი მწვრთნელი უდგათ სათავეში. მათი ბოლო თამაში არ მინახავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ურთულესი დაპირისპირება გველოდება".
0
0