26/02/2022
22:09
ომი უკრაინაში
Reuters გერმანიის თავდაცვის სამინისტროს სპიკერზე დაყრდნობით წერს, რომ ნიდერლანდებიდან უკრაინაში ზემოხსენებული იარაღის გაგზაცნაზე ბერლინის თანხმობა უკვე გაცემულია.
ამავეს წერს გამოცემა Politico-ც, ევროკავშირის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.
მასალის ავტორის სიტყვებით, ეს აღნიშნავს “ბერლინის სამხედრო პოლიტიკაში მკვეთრ ცვლილებას ევროკავშირიდან და ნატო-დან მოკავშირეების ზეწოლის ფონზე”.
მანამდე, გერმანია მკაცრად მიჰყვებოდა პრინციპს, რომლის მიხედვითაც ის არ აგზავნიდა იარაღს კონფლიქტის ზონებში და არც სხვა სახელმწიფოებს რთავდა ნებას, მესამე ქვეყნებისათვის მიეწოდებინათ გერმანიაში დამზადებული იარაღი.
ასე მოხდა, მაგალითად, ესტონეთის შემთხვევაში, რომელსაც სურდა, ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე გაეგზავნა უკრაინისთვის ძველი გერმანული ჰაუბიცები, თუმცა ბერლინისგან შესაბამისი თანხმობა ვერ მიიღო.
გერმანიის ეს მიდგომა შეშფოთებას იწვევდა ევროპელ ოფიციალურ პირთა ნაწილში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
მე-3 დღეა, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა.
0
0