ბექა ბასილაია პროკურორს: მე მინდა გკითხოთ, ამ განცხადებისთვის, რომ გეთქვათ, „ბრალდებულო სააკაშვილო“, რამდენ პრემიას ელოდებით?
02/12/2021
13:36
სამართალი
A-
+A
ბატონო არჩილ, თქვენ აქ ხართ, ამ პროცესზე იმიტომ, რომ გაქვთ ხმის კარგი ტემბრი და დაგესვათ კითხვა- „ვეკითხები ბრალდებულ სააკაშვილს“, – ასე მიმართა მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა ბექა ბესილაიამ საქმის პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილს და იკითხა, რა ოდენობის პრემიას ელოდება სახელმწიფო ბრალმდებელი ამ განცხადებისთვის.
„ბატონო არჩილ, მე მინდა თქვენ გკითხოთ, ამ განცხადებისთვის, რომ გეთქვათ, „ბრალდებულო სააკაშვილო“, თქვენ რამდენ პრემიას ელოდებით? თქვენ ამისთვის ხართ ამ პროცესზე, რომ გეთქვათ „ბრალდებულო სააკაშვილო“, მე მინდა თქვენ გკითხოთ, განა გიღირთ ის პრემია, რომელსაც ელოდებით ამ განცხადებისთვის? როდესაც პოლიტიკური სიო სხვაგან უბერავს, თქვენი სამართლებრივი პროცესი იცვლება და მორალის კითხვის უფლება თქვენ არ გაქვთ,“- მიმართა ბექა ბასილაიამ პროკურორს.
0
0
413
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%