ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა
28/09/2024
12:04
მსოფლიო
A-
+A
დაღესტანში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა, 11 კი დაშავდა
დაღესტნის დედაქალაქ მახაჩკალას გარეუბანში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვი, დაშავებულია 11 - ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო იტყობინება.
დაშავებულების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
აფეთქების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით არ დასახელებულა. თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს მოხდა საწვავის სატვირთო მანქანასთან მუშაობის დროს.
შემთხვევის შედეგად დაინგრა ბენზინგასამართი სადგურის შენობა, დაზიანდა ორი მსუბუქი ავტომობილი და ერთი სატვირთო მანქანა.
დაღესტანში 28 სექტემბერი გლოვის დღედ გამცხადდა.
0
0
564
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%