13/10/2024
15:34
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ ანტონიუ გუტერეშს მოუწოდებს, გაიყვანოს გაერო-ს სამშვიდობოები ლიბანის საბრძოლო ზონებიდან.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს გენერალურ მდივანს მიმართა, რომ „ჰეზბოლას“ წევრები სამშვიდობო კორპუსს ფარად იყენებენ.
ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი წუხს სამშვიდობოებისთვის მიყენებული ზიანის გამო და ისრაელი ყველაფერს აკეთებს, რათა ეს არ მოხდეს.
„დროა, გაიყვანოთ ლიბანში მყოფი გაერო-ს სამშვიდობოები „ჰეზბოლას“ დასაყრდენი ზონებიდან და საბრძოლო ტერიტორიებიდან. ისრაელის თავდაცვის ძალებმა არაერთხელ ითხოვა ამის შესახებ და არაერთხელ მიიღო უარი. ყველაფერი მიზნად ისახავდა „ჰეზბოლას“ ტერორისტებისთვის ადამიანური ფარის უზრუნველყოფას. ბატონო გენერალურო მდივანო, გაერო-ს სამშვიდობო ძალები საფრთხისგან მოაშორეთ. ეს უნდა გაკეთდეს ახლავე, დაუყოვნებლივ. თქვენი უარი გაერო-ს სამშვიდობო კონტიგენტის ჯარისკაცების ევაკუაციაზე, მათ „ჰეზბოლას“ მძევლებად აქცევს. ეს საფრთხეს უქმნის როგორც მათ, ასევე ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლეს“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ევროპელმა ლიდერებმა უნდა გააკრიტიკონ „ჰეზბოლა“ და არა ისრაელი.
0
0
ყველა წარმატება თავის მპტყუებაა- ლაშა ბუღაძე
17/11/2024
ახალსოფელში ქმარმა ცოლის დაწვა სცადა
17/11/2024