17/10/2024
10:21
მსოფლიო
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰეზბოლას“ ბაზაზე უახლესი რუსული იარაღი აღმოაჩინა.
ფრანგულ გაზეთ Le Figaro-სთან ინტერვიუში ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ, 2006 წლის გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის თანახმად, ქვეყნის მთავარი მდინარის, ლიტანის სამხრეთით მხოლოდ ლიბანის არმიას შეეძლო იარაღის ფლობა.
„თუმცა ამ ტერიტორიაზე „ჰეზბოლამ“ ასობით გვირაბი და საცავი გათხარა, სადაც ჩვენ ახლახან აღმოვაჩინეთ უახლესი რუსული იარაღი. ლიბანში ახალი სამოქალაქო ომი ტრაგედია იქნებოდა. ეს ნამდვილად არ არის ჩვენი მიზანი. ისრაელს არ აქვს განზრახვა, ჩაერიოს ლიბანის შიდა საქმეებში. ჩვენი ერთადერთი მიზანია, საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ლიბანის საზღვართან ცხოვრობენ, დაბრუნდნენ სახლებში და თავი უსაფრთხოდ იგრძნონ“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
0
0