18/12/2023
19:02
კონფლიქტები
მოსკოვში ბელარუსისა და რუსეთის კავშირის საპარლამენტო ასამბლეის 65-ე სესია გაიმართა, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი ხელმძღვანელობდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „პარლამენტების“ დეპუტატები და სპიკერები - ლაშა აშუბა და ალან ალბოროვი.
მანამდე აშუბამ და ალბოროვმა შეხვედრა გამართეს ვოლოდინთან, ასევე ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან, ვლადიმირ ანდრეიჩენკოსთან.
მხარეებმა განიხილეს „საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობისა და სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთქმედების განვითარების საკითხები“ რუსეთს, ბელარუსს, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის.
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „პარლამენტებს“ აქვთ მუდმივი დამკვირვებლის სტატუსი ბელარუსისა და რუსეთის კავშირის საპარლამენტო ასამბლეაზე.
0
0