ბეირუთზე ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა, დაშავებულია 59 ადამიანი
20/09/2024
19:27
მსოფლიო
A-
+A
ბეირუთზე ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა, დაშავებულია 59 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, რვა დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.
ისრაელის სამხედრო თვითმფრინავმა დღეს ბეირუთის სამხრეთით მდებარე საცხოვრებელი უბანი დაბომბა.
ისრაელის მედიის თანახმად, ბეირუთზე დარტყმის შედეგად მოკლულია „ჰეზბოლას“ ელიტური დანაყოფის, „რადვანის“ ერთ-ერთი მეთაური იბრაჰიმ აქილი. გასულ წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა აქილის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 7 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა.
0
0
38
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%