28/06/2024
21:06
სპორტი
საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი აცხადებს, რომ პოსტუგალიის ნაკრებთან მატჩის შემდგომი ზეიმი გასახდელში არ უნახვს, რადგან “პირდაპირ დოპინგზე შეაგდეს”.
"ბედნიერი ვარ, თუ ცოტათი მაინც დავეხმარე ჩვენს ნაკრებს. რევანშის აღება?… ესპანეთი არის ერთ-ერთი ფავორიტი გუნდი, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ ერთხელ სასწაული მოვახდინოთ. ესპანეთი ითამაშებს შემტევ ფეხბურთს, ეცდებიან რაც შეიძლება მეტი გოლი გაიტანონ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ ვინ გვყავს შეტევაში, ესენი არიან მიქაუტაძე და კვარაცხელია, მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს ხიფათი შექმნან და გოლი გაიტანონ, ასე რომ ფრთხილად იყვნენ“, - აღნიშნა მამარდაშვილმა.
" - გიორგი მამარდაშვილის პირველი კომენტარი ესპანეთთან მატჩამდე.
ნახეთ მისი განცხადებები: https://www.facebook.com/reel/497982662684085
0
0