11/10/2021
10:16
სამართალი
ბინის მეპატრონის გარდა, ამავე საქმეზე კიდევ 2 პირია დაკავებული, რომელიც სადარბაზოს პირველ სართულზე სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა.
სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
როგორც დაკავებული მუშების მამა-შვილის ადვოკატი აცხადებს, მუშები სარემონტო სამუშაოებს ბინის ნახაზით მიხედვით ასრულებდნენ. ადვოკატს მიაჩნია, რომ მამა-შვილის დაკავება უკანონოა. მისივე თქმით, მუშებს სამუშაოები სარდაფში არ უწარმოებიათ. ცნობისთვის, პროკურატურამ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინა.
0
0