18/03/2024
13:31
სამართალი
ბათუმში, კერძო სკოლა „პროგრესში“ ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა, - ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ სკოლის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, სკოლის მეილზე შეტყობინება შევიდა, სადაც ეწერა, რომ დღის ორ საათზე ასაფეთქებელი მოწყობილობა გააქტიურდებოდა.
სკოლის ადმინისტრაციის განცხადებით, უსაფრთხოების მიზნით, სკოლაში ევაკუაცია განხორციელდა და შესაბამისი სამსახურები ადგილზე მივიდნენ.
„შემოვიდა შეტყობინება სკოლის ოფიციალურ მეილზე, გვატყობინებდა, რომ სკოლაში ბომბი იყო განთავსებული და ორი საათისთვის გააქტიურდებოდა. უსაფრთხოების მიზნით, სკოლიდან ბავშვების გაყვანა დროულად მოხდა. გამოვიძახეთ, შესაბამის სამსახურები. ძებნის შედეგად აღმოჩნდა ცრუ განგაში. ამ ეტაპზე დასრულებულია საგამოძიებო მოქმედებები. იმედი გვაქვს, ხვალ, ჩვეულებრივად განვაახლებთ სასწავლო პროცესს“,- აცხადებენ სკოლის ადმინისტრაციაში.
ცნობისთვის, ნაღმს ეძებენ ქუთაისის იმავე სახელწოდების სკოლაშიც.
0
0