ბათუმში აქციის მონაწილეებს რამდენიმე პირი თავს დაესხა
15/01/2025
21:49
რეგიონები
A-
+A
ბათუმში აქციის მონაწილეებს რამდენიმე პირი თავს დაესხა. შესაბამისი ფაქტის ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
კადრებში ჩანს, რომ ადგილი ჰქონდა როგორც ფიზიკურ, ისე სიტყვიერ დაპირისპირებას.
ერთ-ერთ პირს სხვადასხვა ნივთი ეჭირა ხელში, რომლითაც აქციის მონაწილეებს უსწორდებოდა, შედეგად კი აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ფიზიკური დაზიანებაც მიიღო.
„მსვლელობის დროს, ჯოხი გადაატეხა ჯერ ერთს, მერე მეორეს დაზარალებული გვყავს, ვერ დგებოდა ადამიანი ფეხზე და პოლიცია არც კი დაინტერესებულა, იდგა სანამ ყურით არ მოვათრიეთ და ჩვენ რის გამო გვიჭერენ ბიჭო", - წერს აქტივისტი რომა მახარაძე.
0
0
29
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%