27/10/2022
13:02
სამართალი
ბათუმის აეროპორტში მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული საშუალებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების მალულად შემოტანის ფაქტი გამოავლინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ბათუმის აეროპორტი“ნარკოტიკული საშუალებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ (მალულად) შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სამხრეთ აფრიკის მოქალაქის უ.ჟ.ტ.-ს კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული საშუალებები ჯამში 4.131 გრამი და ასევე ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (165 აბი, 6 ამპულა,11 კაფსულა ) აღმოაჩინეს.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.
ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261 და 262-ე მუხლებით.
0
0
აღმაშენებლის ხეივანზე მსვლელობა დასრულდა
16/11/2024