05/09/2024
23:43
კულტურა
ბატონი ლაშა ბაქრაძე ზის გოგლა ლეონიძის სავარძელში და კაბინეტში. ეს ყველაფერი მას დიდ პასუხისმგებლობებს აკისრებს, - განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა „იმედი LIVE“-ში.
მინისტრი ლაშა ბაქრაძის მიერ „ქართული ოცნების“ წევრების მიმართ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ განცხადებას გამოეხმაურა.
„როდესაც ვისმენთ იმ განცხადებას, რაც ლაშა ბაქრაძემ საჯაროდ გააკეთა მოპირისპირე მხარეს მყოფი პოლიტიკოსების მიმართ, ისეთი განცდა შეიქმნა, რომ ეს იყო პირველ რიგში ქალების მიმართ გაკეთებული, თუმცა შესაძლოა წარმოვიდგინოთ ისიც, რომ ეს შეიძლება იყოს ზოგადად, კონკურენტი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებზე საუბრის ფორმა. ჩვენ ამას უფრო მეტად ყურადღება მივაქციეთ როგორც მუზეუმის ხელმძღვანელის განცხადებას, რამდენად შეესაბამება იმ პოზიციას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციაა. მნიშვნელოვანი თუნდაც იმიტომ, რომ ეს არის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, სახელმწიფო მუზეუმია და ერთ-ერთი ყველაზე ძველი სახელმწიფო ინსტიტუციაა ჩვენს ქვეყანაში, 1930-იან წლებში ჩამოყალიბდა. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ბატონი ლაშა ბაქრაძე ზის გოგლა ლეონიძის სავარძელში და კაბინეტში. ეს ყველაფერი მას დიდ პასუხისმგებლობებს აკისრებს“, - აღნიშნა წულუკიანმა.
0
0