ბაქოში გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენცია გაიხსნა - სამიტზე სიტყვით გამოვა ირაკლი კობახიძე
11/11/2024
14:08
პოლიტიკა
A-
+A
ბაქოში გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენცია გაიხსნა. სამდღიან შეხვედრას გაეროს გენერალური მდივანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი მასპინძლობენ. დელეგატთა შორის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ოფიციალური ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე პირისპირ შეხვედრას გამართავს ილჰამ ალიევთან.
დაგეგმილია მისი სიტყვით გამოსვლა სამიტზე, ასევე, პანელურ დისკუსიებზე, რომლებიც სხვადასხვა თემის შესახებ მრგვალი მაგიდის ფორმატში შედგება. შეკრებილები შეაფასებენ კლიმატის გავლენას როგორც ჰუმანიტარულ, ისე ეკონომიკურ ცხოვრებაზე; აქცენტი გაკეთდება იმ ქმედით ნაბიჯებზე, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს მათ შორის ემისიების შემცირებას, რის გარეშეც გლობალური დათბობის მძიმე გავლენის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება.
0
0
69
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%