05/12/2022
14:26
ეკონომიკა
ბანკები აღარ გადადიან მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე- შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის ეკონომიკურ საბჭოზე მიიღეს. პრემიერის თქმით, შესაბამისი ინიციატივით მთავრობა პარლამენტს მიმართავს
"ეკონომიკური საბჭოს ფორმატში მნიშვნელოვანი განხილვები გვქონდა და გადაწყვეტილებებიც მივიღეთ. გადავწყვიტეთ, ბანკები აღარ გადადიან მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე, მათთვის შევინარჩუნებთ მოგების გადასახადის არსებულ სისტემას. ეს ესტონური მოდელის ჩანაწერი გაუქმდება, ამ ინიციატივით შევდივართ პარლამენტში. გაუმართლებელია, რადგან ბანკებს ამხელა მოგება აქვთ.
2 მლრდ იქნება ბანკების სუფთა მოგება წლის ბოლომდე. გარდა ამისა, მოგების გადასახადი ბანკებისთვის იქნება 20%, ნაცვლად 15%-ისა და ამით ჩვენ დამატებითი შემოსავლების მიღებას ვვარაუდობთ 2024 წლიდან", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024