15/10/2024
18:25
არჩევნები 2024
ამ ადამიანებმა ბანერზე წაშალეს სიტყვები – „არა ომს“, რითიც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი წარმოადგენენ ომის პარტიას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ბანერის დაზიანებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
პრემიერის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა აღნიშნული სიტყვების წაშლით თავადვე დაამტკიცეს ის, რასაც ხელისუფლება ამდენი ხნის განმავლობაში ამტკიცებდა.
„ბანერების დაზიანება ძალიან საინტერესო ფაქტია. ერთი, რომ მეტი საქმე არ აქვთ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერებს; და მეორე, ამ ადამიანებმა ბანერზე წაშალეს სიტყვები: „არა ომს“, რითიც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი წარმოადგენენ ომის პარტიას. ამდენი ხნის განმავლობაში რასაც ვამტკიცებთ, ის თავადვე დაამტკიცეს, როცა წაშალეს წარწერა „არა ომს“, რომელიც იყო გამოფენილი ჩვენ მიერ“, – განაცხადა პრემიერმა.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024