ბანერები პირდაპირ შეიცავს ზიზღის ენას, ზიზღის კამპანიას და ჩვენ მოვუწოდებთ სადამკვირვებლო მისიებს და ორგანიზაციებს, რომ ეს ასახონ თავიანთ ანგარიშებში - მაჭავარიანი „ნაცმოძრაობის“ ბანერებზე
08/10/2024
14:23
არჩევნები 2024
A-
+A
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ ბანერები შეაფასა და აღნიშნა, რომ ისინი ზიზღის ენას შეიცავს.
მანვე სადამკვირვებლო მისიებს და ორგანიზაციებს მოუწოდა თავიანთ ანგარიშებში ასახონ და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოებულ ზიზღის კამპანიაზე.
„რა თქმა უნდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა, აქ გასაკვირი არაფერი არ არის. გამოჩნდა ბანერები პირდაპირ, რომელიც შეიცავს ზიზღის ენას, ზიზღის კამპანიას და ჩვენ რა თქმა უნდა მოვუწოდებთ სადამკვირვებლო მისიებს და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომ ეს ასახონ თავიანთ ანგარიშებში და მოახდინონ ამასთან დაკავშირებით რეაგირება“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
0
0
73
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%