22/12/2023
12:40
სპორტი
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS) ბაკურიანში, მსოფლიო თასის ეტაპი მოგულის დისციპლინაში დაიწყო.
საერთაშორისო ღონისძიებაში, მსოფლიოს წამყვანი 16 ქვეყნის (აშშ, კანადა, ავსტრია, საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრალია, შვედეთი, ჩინეთი, ყაზახეთი იაპონია, კორეა, ესპანეთი, იტალია, გერმანია, ფინეთი, ნიდერლანდები,) 90 სპორტსმენი ასპარეზობს.
ჩემპიონატში ტოპ-10 და ასევე სხვა მედალოსანი სპორტსმენები მონაწილეობენ.
„შეჯიბრის ყურადღების ცენტრში არიან მსოფლიო ჩემპიონატის ამჟამინდელი ლიდერები: ჯაკარა ენტონი (ავსტრალია) და მიქაელ კინგსბერი (კანადა), რომლებიც დომინირებენ მაგნატთა რეიტინგში. ხაგზასასმელია, რომ კინგსბერი საქართველოში ბრუნდება, როგორც კოხტა მოგოლთა კურსზე მოქმედი ორმაგი მსოფლიო ჩემპიონი. რაც შეეხება ენტონის, რომელმაც გასულ წელს ნაკლები წარმატება განიცადა, მას გადაწყვეტილი აქვს გააძლიეროს თავისი ადგილი მსოფლიო ჩემპიონატის რეიტინგში“, - აღნიშნა ეკონომიკის სამინისტროს მთის ტრასების სააგენტოს დირექტორმა, ირაკლი ბურჭულაძემ.
მისივე თქმით, ქალთა შეჯიბრში, გამორჩეული სპორტსმენები არიან რინო იანაგიმოტო (იაპონია) და ოლივია ჯაჩიო (აშშ), -ეს უკანასკნელი აშშ-ის ძლიერი გუნდის ლიდერია და მსოფლიო ჩემპიონატის ტოპ-ათეულში შედის.
ჩემპიონატი მოგულის დისციპლინაში 23 დეკემბერსაც გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის პირდაპირი ტრანსლაცია 17 ქვეყანაში მიმდინარეობს.
ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოსა“ (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით იმართება, შეჯიბრების პარტნიორები არიან კომპანიები “სილქნეტი” და „ბორჯომი”.
0
0