20/01/2025
18:12
მსოფლიო
ჯო ბაიდენმა ენტონი ფაუჩი მიმართ წინასწარი შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას The Hill-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი, ენტონი ფაუჩი და აშშ-ის შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი, გადამდგარი გენერალი მარკ მილი შეიწყალა.
ასევე, ჯო ბაიდენმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის წევრები და თანამშრომლები შეიწყალა, რომლებიც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმში შეჭრას იძიებდნენ.
„აღნიშნული სახელმწიფო მოსამსახურეები ჩვენს ქვეყანას პატივით ემსახურებოდნენ და არ იმსახურებენ, რომ უსაფუძვლო და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის სამიზნეები იყვნენ“, - ნათქვამია ჯო ბაიდენის განცხადებაში.
0
0