07/07/2022
17:28
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის საქმიანობის მოწონების რეიტინგი 38%-მდე დაეცა, პოლიტიკოსებს შორის კი დონალდ ტრამპი ლიდერობს - ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში Harris Poll-ისა და HarrisX-ის მიერ ჩატარებული კვლევაშია აღნიშნული.
შედეგები გადანაწილდა ასაკის, სქესის, რეგიონის, რასის/ეთნიკური წარმომავლობის, ოჯახური მდგომარეობის, ოჯახური საკუთრების მოცულობის, შემოსავლის, დასაქმების, განათლების, პოლიტიკური პარტიისა და პოლიტიკური იდეოლოგიის (საჭიროებისას) შესაბამისად.
გამოკითხვას ზედამხედველობდნენ საზოგადოებრივი აზრის მკვლევარები: მარკ პენი (The Harris Poll-ის თავმჯდომარე), დრიტან ნეშო (HarrisX-ის აღმასრულებელი დირექტორი), სტივენ ანსოლაბეჰერი (ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი და CAPS-ის დირექტორი ემერიტუსი).
გამოკითხულთა მიერ, სამი ყველაზე დადებითად შეფასებული პოლიტიკური ფიგურა - აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი (42%), ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი (40%) და მემარცხენე პოლიტიკოსი ბერნი სანდერსი (39%) - რეიტინგში პირველ ადგილზე რჩებიან.
დადებითად ან ნეგატიურად შეფასებული პოლიტიკოსების რეიტინგი ასე გამოიყურება:
- დონალდ ტრამპი - დადებითად შეაფასა გამოკითხულთა 42%-მა, უარყოფითად - 50%-მა;
- ბერნი სანდერსი დადებითად შეაფასა გამოკითხულთა 40%-მა, უარყოფითად - 42%-მა;
- მაიკ პენსი დადებითად შეაფასა გამოკითხულთა 39%-მა, უარყოფითად - 40%-მა;
- ჯო ბაიდენი დადებითად შეაფასა გამოკითხულთა 38%-მა, უარყოფითად - 54%-მა;
- კამალა ჰარისი დადებითად შეაფასა გამოკითხულთა 37%-მა, უარყოფითად - 50%-მა;
- ტედ კრუზი დადებითად შეაფასა გამოკითხულთა 35%-მა, უარყოფითად - 41%-მა;
- ჰილარი კლინტონი დადებითად შეაფასა გამოკითხულთა 34%-მა, უარყოფითად - 53%-მა;
- რონ დესანტისი დადებითად შეაფასა გამოკითხულთა 34%-მა, უარყოფითად - 28%-მა;
- ნენსი პელოსი დადებითად შეაფასა გამოკითხულთა 29%-მა, უარყოფითად - 56%-მა;
- ალექსანდრია ოკასიო კორტესი დადებითად შეაფასა გამოკითხულთა 27%-მა, უარყოფითად - 40%-მა;
- მაიკ პომპეო დადებითად შეაფასა გამოკითხულთა 27%-მა, უარყოფითად - 29%-მა;
- ჩაკ შუმერი დადებითად შეაფასა გამოკითხულთა 26%-მა, უარყოფითად - 39%-მა;
- მიჩ მაკკონელი დადებითად შეაფასა გამოკითხულთა 25%-მა, უარყოფითად - 47%-მა;
- ჯო მანჩინი დადებითად შეაფასა გამოკითხულთა 25%-მა, უარყოფითად - 28%-მა;
- ტიმ სკოტი დადებითად შეაფასა გამოკითხულთა 23%-მა, უარყოფითად - 20%-მა;
- ენტონი ბლინკენი დადებითად შეაფასა გამოკითხულთა 18%-მა, უარყოფითად - 24%-მა;
- კირსტენ სინემა დადებითად შეაფასა გამოკითხულთა 16%-მა, უარყოფითად - 24%-მა;
- ვლადიმერ პუტინი დადებითად შეაფასა გამოკითხულთა 9%-მა, უარყოფითად - 75%-მა;
ამერიკელთა 44% - თვის მთავარი პრობლემა ინფლაცია რჩება.
შეკითხვაზე - არის თუ არა ჯო ბაიდენი ფსიქიკურად შესაფერისი შეერთებული შტატების პრეზიდენტობისთვის ან შეგაქვთ თუ არა ეჭვი მისი საქმიანობის ეფექტურობაში? გამოკითხულთა 40% ფიქრობს, რომ ის ფსიქიკურად შესაფერისია, ხოლო 60%-ს ეჭვი შეაქვს მისი საქმიანობის ეფექტურობაში.
როგორ ფიქრობთ, ჯო ბაიდენი პრეზიდენტობისთვის ძალიან ხანდაზმულია ან ფიქრობთ, თუ არა, რომ ის ეფექტური პრეზიდენტია?
გამოკითხულთა 64% თვლის, რომ ის ძალიან ხანდაზმულია პრეზიდენტობისთვის; ხოლო 36%-ის აზრით, ის ეფექტური პრეზიდენტია.
კითხვაზე - როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტმა ბაიდენმა უნდა იყაროს თუ არა კენჭი მეორე ვადით? - გამოკითხულთა 71% თვლის, რომ არ უნდა იყაროს; 29%-ის აზრით, უნდა იყაროს.
კითხვაზე - როგორ ფიქრობთ, ადამიანები, რომლებიც 6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, შეიარაღებული აჯანყების მოწყობას ცდილობდნენ თუ ისინი ჩართულნი იყვნენ პროტესტში, რომელიც შემდეგ ძალადობაში გადაიზარდა? - გამოკითხულთა 44% თვლის, რომ ისინი შეიარაღებული აჯანყების მოწყობას ცდილობდნენ, 56%-ის აზრით, ისინი ჩართულნი იყვნენ პროტესტში, რომელიც შემდეგ ძალადობაში გადაიზარდა.
კითხვაზე - როგორ ფიქრობთ, ვინ იქნება გამარჯვებული რუსეთ-უკრაინის ომში? - გამოკითხულთა 30% მიიჩნევს რუსეთს, 20% - უკრაინას, 50% - არცერთს.
0
0