09/08/2022
12:39
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტაივანზე ჩინეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.
მისი თქმით, სამხედრო წვრთნების გამართვის მიუხედავად, ჩინეთი თავდასხმას ვერ გაბედავს.
„მე შეშფოთებული ვარ მათი აქტიურობით, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ისინი იქ ამაზე [წვრთნებზე] მეტს გააკეთებენ“ - განაცხადა ბაიდენმა.
ცნობისთვის, ჩინეთმა წვრთნები 4-7 აგვისტოს, ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტის საპასუხოდ ჩაატარა. ტაივანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნების სცენარი ტაივანზე თავდასხმა იყო.
ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიას უწოდებს და მისი ანექსიის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. აშშ-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჩინეთის მიერ ტაივანზე შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში, ვაშინგტონი კუნძულის ინტერესებს დაიცავს.
0
0