12/12/2021
15:24
საზოგადოება
მისი თქმით, ხარვეზებს სწავლობენ და ბაგრატის ტაძრის აღდგენით სამუშაოებში სპეციალისტები ჩაერთვებიან.
“კულტურის მინისტრი იყო მოსული და შეისწავლეს. დაისვა საკითხი, რომ ძეგლთა დაცვის სააგენტო და კულტურის სამინისტრო მოამზადებს მშენებლებს და რესტავრატორებს და მომავალში მხოლოდ სერთიფიცირებული ადამიანები დაიშვებიან სამუშაოებზე. შეცდომები ხდება, მაგრამ მთავარია, გამოსწორება. დიდი დაზიანება არ არის, ერთ ნაწილზე გარედან სველდება კედელი. გელათისგან განსხვავებით ფრესკები არ არის და დაზიანება არ გვაქვს”, – აღნიშნა მეუფე იოანემ.
ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტების ინფორმაციით, ბაგრატის ტაძარი დაზიანებულია და ტაძარში წყალი სახურავიდან, დაახლოებით, ათ ადგილას ჟონავს. სველია ფასადის ქვა და ტენიანია კედლების ფრაგმენტები.
მათი თქმით, ბაგრატის ტაძარში წვიმის წყლის შეჩერება მინიმალური დანახარჯითაა შესაძლებელი.
0
0