02/12/2023
17:20
ბადაგონი
ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia, რომელსაც საქართველომ, წელს, მეორედ უმასპინძლა, მეღვინეობა „ბადაგონის“ ღვინო - „საფერავი ქოშერი 2018“ რომელიც, “ისრაელის სახლთან” ერთად შეიქმნა - ოქროს მედლით დაჯილდოვდა.
აღსანიშნავია, რომ ”ბადაგონმა", საფერავის ცნობილი ჯიშის ყურძნისგან “ქოშერი” ღვინის დამზადება რამდენიმე წლის წინ დაიწყო.
“ქოშერი” ღვინის პოპულარობა ისრაელელ ტურისტებსა და სტუმრებში, სულ უფრო მზარდია. ამას, თავად კომპანია “ბადაგონშიც” ადასტურებენ.
როგორც მეღვინეობაში გვითხრეს - “ბადაგონის ქოშერი" ღვინით აღფრთოვანებას ისრაელელი სტუმრები არასდროს მალავენ და ის, ძალიან პოპულარულია.
სწორედ ამან განაპირობა “ქოშერი” ღვინის წარმოება და შემდგომ ექსპორტი ისრაელში, რომელიც უკვე წარმატებით ხორციელდება.
ისრაელში "ბადაგონის" ღვინის ბუტიკ-მაღაზია და საბითუმო-სარეალიზაციო სივრცეც ფუნქციონირებს. ღვინის ბუტიკში, “ბადაგონის” მიერ წარმოებული სხვადასხვა ღვინო იყიდება.
„საფერავი ქოშერი 2018“ -ს მრავალი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებზე.
0
0