22/10/2023
20:06
ბადაგონი
„ბადაგონის ღვინოზე მოთხოვნა ყველა საექსპორტო ქვეყანაში გაზრდილია“ - ამის შესახებ „ბადაგონის“ გენერალურმა დირექტორმა, მარი გიორგაძემ Bm.ge-სთან ისაუბრა. როგორც მან განმარტა, „ბადაგონი“ ღვინის ექსპორტს 35 ქვეყანაში ახორციელებს და ყველა მიმართულებით მოთხოვნის ზრდა ფიქსრიდება.
„ბადაგონის ღვინოზე მოთხოვნა ყველა საექსპორტო ქვეყანაში გაზრდილია. ასეთია: ჯამში - 35 ქვეყანა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წელი იყო ევროპის მიმართულებით, გამოვყოფდი პოლონეთის ბაზარს. 2023 წელს კომპანიისთვის პრიორიტეტული იყო აზიისა და აშშ-ს ბაზრებიც. საექსპორტო რაოდენობები და პოზიციები გავზარდეთ ჩინეთში, უზბეკეთსა და თურქმენეთში, ასევე ემირატებსა და ბაჰრეინში“ - ამბობს ის და აღნიშნავს, რომ ზუსტ მოცულობებზე საუბარი ნაადრევია, რადგან კომპანიას საექსპორტო შედეგები ჯერ არ შეუჯამებია.
კითხვაზე - რა სჭირდება ქართულ მეღვინეობას მეტი განვითარებისთვის, „ბადაგონის“ გენერალური დირექტორი ასე პასუხობს:
„ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფოსთან თანამშრომლობით ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიმართულებით მუშაობა. მნიშვნელოვანია, რომ მაღალი ხარისხის ქართული ღვინის გაყიდვები, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე გაიზარდოს“, - განმარტავს მარი გიორგაძე.
ინფორმაციისთვის: „ბადაგონმა“ უკვე 8000 ტონა ყურძენი გადაამუშავა. კომპანია კახეთში 400 ჰექტარი ფართობის ვენახებს ფლობს. რაც შეეხება წარმადობას, კომპანია წლიურად დაახლოებით 12 მილიონ ბოთლ ღვინოს აწარმოებს.
0
0