24/01/2024
18:08
ბადაგონი
ქართული ღვინოების გზამკვლევმა, გამოცემა გრანიკმა- Granik's Guide to Georgian Wines- საუკეთესო, კლასიკურ წითელ ღვინოდ, მეღვინეობა „ბადაგონის“ წითელი, მშრალი ღვინო, „ალავერდის ტრადიცია“ დაასახელა.
„ბადაგონის“ წითელი მშრალი ღვინო "ალავერდის ტრადიცია" ალავერდის მონასტრის მიმდებარედ გაშენებულ ვენახებში მოყვანილი საფერავის ჯიშის საუკეთესო ყურძნისაგან იქმნება. ამ საოცარ ღვინოს განსაკუთრებულ ღირსებას სძენს ის, რომ მისი ფერმენტაცია მე-11 საუკუნის ალავერდის მონასტრის ისტორიულ მარანში, სპეციალურ მუხის ჩანებში მიმდინარეობს, ხოლო შემდგომი დავარგება - ფრანგულ მუხის კასრებში. დაუვიწყარი სურნელი და გემო, საფერავის ჯიშური არომატები, ქლიავისა და კენკრის ტონები - ეს ღვინის ის მახასიათებლებია, რომლებიც "ალავერდის ტრადიციას" საუკეთესო ღვინოთა შორის, ღირსეულ ადგილს უმკვიდრებს.
გამოცემა “გრანიკი” რამდენიმე წელია საუკეთესო ქართული ღვინოების წარმოჩენას ემსახურება და ამჯერად, საუკეთესოები, 23 კატეგორიაში გამოვლინდა.
„გრანიკის“ ქართული ღვინოების გზამკვლევი 2020 და 2024 წლებში გამოიცა. წიგნი ქართული ბოთლირებული ღვინოების პირველი სრულყოფილი გზამკვლევია, რომლის მიზანია ქართული მეღვინეობების და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის წარმოჩენა, როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში.
აღასანიშნავია, რომ ბადაგონის "ალავერდის ტრადიცია" მრავალი საერთაშორისო კონკურსების ოქროს მედლების მფლობელია.
0
0