27/11/2023
13:18
ბადაგონი
მეღვინეობა “ბადაგონი” განაგრძობს ხელოვნების სხვადასხვა მიმართულების მხარდაჭერას.
ამჯერად, კომპანია “ბადაგონი” თბილისში მიმდინარე, 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორი და მეგობარია.
კინოფესტივალი გუშინ გაიხსნა და გახსნის ცერემონიაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ექსკლუზიურად დაეგემოვნებინათ მეღვინეობა “ბადაგონის” უგემრიელესი ღვინოები.
ცნობისთვის, ფესტივალი ნანა ჯორჯაძის ახალი ფილმით გაიხსნა, სახელწოდებით - “პეპლების იძულებითი მიგრაცია”.
წლევანდელ კინოფესტივალზე ნაჩვენები იქნება ისეთი ტიტულოვანი რეჟისორების ფილმები, როგორებიც არიან აკი კაურისმიაკი, ნური ბილგე ჯეილანი, პედრო კოშტა, ლავ დიაზი, კენ ლოუჩი და სხვები.
ქართულ სექციაში წარმოდგენილი იქნება ათობით მხატვრული და დოკუმენტური ფილმი.
კინოთეატრები “ამირანი” და “გალერეა” ერთი კვირის განმავლობაში ტრადიციული კინოს დღესასწაულს უმასპინძლებს.
ფესტივალი 2 დეკემბერს დასრულდება.
0
0