08/04/2024
18:22
ბადაგონი
“ბადაგონის” მორიგი ტრიუმფი - საერთაშორისო კონკურსზე "ბადაგონი როზე" საქართველოდან საუკეთესო ღვინოდ დასახელდა!
გერმანიაში ჩატარებულ საერთაშორისო ღვინის კონკურსზე - Frankfurt International Trophy 2024, ბადაგონის ცქრიალა ღვინომ “ბადაგონი როზე” საქართველოდან საუკეთესო ღვინის წოდება მოიპოვა.
კონკურსი, Frankfurt International Trophy უკვე მე-8 წელია ტარდება და მასში 21 000-ზე მეტ ღვინოს აქვს მონაწილეობა მიღებული წლების განმავლობაში.
კონკურსი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა მსოფლიო ღვინის ინდუსტრიაში.
500-ზე მეტი ჟიურის წევრი (ენოლოგები, სომელიეები, მეღვინეები, რესტორნის მფლობელები), კონკურსზე წარმოდგენილ ღვინოებს, ობიექტურად და მკაცრად აფასებდა.
ცქრიალა ღვინო “ბადაგონი როზე” დამზადებულია საფერავის ჯიშის რჩეული ყურძნისგან. მას აქვს ვარდისფერი შეფერილობა და გამოირჩევა მდიდარი ყვავილოვანი არომატებით, ელეგანტური, სასიამოვნო გემოთი და დაბალანსებული მჟავიანობით. ბუშტუკების ნაკადი კი წვრილი, ხანგრძლივი და ხრაშუნაა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, “ბადაგონი როზე” Concours Mondial de Bruxelles 2024-ის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
0
0