14/09/2022
18:45
კონფლიქტები
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ქვეყანაში სოციალური ქსელი TikTok-ი დროებით შეიზღუდა.
TikTok-ის შეზღუდვა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ ვითარებას უკავშირდება.
„როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 12-13 სექტემბერს ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების საპასუხოდ შესაბამისი ზომები მიიღეს.
ამჟამად განხორციელებულ სამხედრო ოპერაციებთან დაკავშირებით, სოციალური ქსელი TikTok-ი ჩრდილავს ჩვენი არმიის წარმატებებს და მისი მეშვეობით მჟღავნდება სამხედრო საიდუმლოება. ქვეყნდება ინფორმაცია, რომელიც ასახავს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყდა, რომ სოციალური ქსელი დროებით შეიზღუდოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
0
0