13/02/2024
17:04
კონფლიქტები
აზერბაიჯანი სომხეთს მოუწოდებს, თავი შეიკავოს სამხედრო ესკალაციისგან. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ სამხედრო ესკალაცია სამშვიდობო პროცესს ძირს გამოუთხრის.
აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადების თანახმად, „სრულიად უსაფუძვლოა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეტენზია, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სომხური მხარის პროვოკაციის წინააღმდეგ გატარებული ზომები არის ესკალაციის საბაბი“.
„აზერბაიჯანის მხარემ აღმოფხვრა საფრთხე, რომელიც მომდინარეობდა სომხეთის სამხედრო პოსტიდან სამხედრო პროვოკაციის შემდეგ, რის შედეგად აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. ეს ღონისძიება იყო მხოლოდ საპასუხო მოქმედება“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
0
0