17/12/2021
15:32
საზოგადოება
რეალურად, ყველა თანხმდება, რომ ამ მიმართულების დაურეგულირებლობის გამო სოციალური ზიანი საკმაოდ მძიმეა, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, სადაც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტს განიხილავენ.
მისი თქმით, ქვეყანაში აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით არსებული პრობლემა ძალიან კომპლექსურია.
„ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში გებლინგის პრობლემა ძალიან კომპლექსურია. რა თქმა უნდა, რაღაც დოზით, ეს კანონი ამ პრობლემას შეამცირებს. ნათქვამი იყო, რომ ამ ზომების მერე კიდევ გადახედავენ, რამდენად ეფექტური იქნება და შემდგომ კიდევ შესაძლებელი იქნება ამაზე მუშაობა.
რეალურად, ყველა თანხმდება, რომ ამ მიმართულების დაურეგულირებლობის გამო სოციალური ზიანი საკმაოდ მძიმეა. საკითხთან დაკავშირებით, რომ არალეგალურ ფორმას მიიღებს ეს, არის სხვადასხვა მოსაზრება და ერთმანეთის საპირისპიროც, თუ რამდენადაა რეალური, რომ თამაშმა იატაკქვეშეთში გადაინაცვლოს. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ამის დარეგულირებაც შეიძლება. მაგის პრობლემა რომ არ იქნება, ამაზეც მოვისმინეთ არგუმენტები“, - განაცხადა დეკანოზმა.
0
0