10/11/2021
15:19
სამართალი
მხარეები პროცედურულ საკითხებს გადიან. სააკაშვილის ბრალდების საქმეზე საქმეს განიხილავს მოსამართლეთა კოლეგია: ნინო ელიეშვილი, მაია ქოქიაშვილი, ლია ორკოდაშვილი.
„თუ ის უზრუნველყვეს, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანში მისი ნებართვის გარეშე მოტყუებით გაეტაცათ და არაფერი მომხდარიყო, ის რატომ არ უნდა უზრუნველყონ, როდესაც მოთხოვნა 24 საათით ადრე მიუვიდათ, აქ მოიყვანონ მიხეილ სააკაშვილი?! თუ არ არის იმის შიში, რომ მიხეილ სააკაშვილს არ მიეცეს საზოგადოების წინაშე პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა. ამიტომ გთხოვთ, უზრუნველყოთ სასამართლო სხდომის დარბაზში მიხეილ სააკაშვილის მოსვლა. თუ სასამართლო ამას არ უზრუნველყოფს, ჩათვალეთ, რომ ეს პროცესი არ არის პროცესი. ეს პროცესი არის, მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ორთვიანი ვადა გადის, აღკვეთის ღონისძიებაა გადასასინჯი და სასამართლო ვადას ვერ გაექცევა, მეტი არაფერი. ბოდიში, მოსამართლეები ხართ, კეთილი ინებეთ და ახლავე უზრუნველყავით, სააკაშვილის პროცესზე მოყვანა“, - აცხადებს ბასილაია.
როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს სურვილი და შესაძლებლობაც აქვს იმისა, რომ მივიდეს სასამართლო პროცესზე.
„ახლავე ატეხეთ განგაში, დაუკავშირდით პენიტენციურ სამსახურს, გაატარეთ დამატებითი მოთხოვნები. ახლა არ მითხრათ ფოსტა ვერ მიიტანს, რადგან სამუშაო საათები ამოუწურა. საუბარია შიმშილობის კრიტიკულ ფაზაში მყოფ ადამიანზე“, - მიმართა მოსამართლეთა კოლეგიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
ცნობისთვის, პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში გადაყვანაზე უარი თქვა.
0
0