ახალკაცი და ბეროშვილი რომის ტურნირის ნახევარფინალში არიან, მაისურაძე ასპარეზობას გამოეთიშა
10/11/2024
16:25
სპორტი
A-
+A
რომში მიმდინარე ძიუდოს ღია პირველობაზე ვლადიმერ ახალკაცი (81კგ) და ირაკლი ბეროშვილი (81კგ) ნახევარფინალში იჭიდავებენ.
ტურნირზე დღეს გამომსვლელი კიდევ სამი ქართველი სპორტსმენი ადრეულ ეტაპზე დამარცხდა. უიღბლო გამოდგა ერთწლიანი პაუზის შემდეგ ძიუდოში დაბრუნება ლუკა მაისურაძისთვის (90კგ). მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა მერვედფინალში იტალიელ ბედელთან წააგო. 90კგ-ში ასევე გამოდიოდნენ მიხეილ კუპრაშვილი და თორნიკე ფოლადიშვილი (90კგ).
რომის ღია პირველობაზე 10 ნოემბერს მედლები 81, 90, 100 და +100 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდება.
0
0
84
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%