10/01/2023
19:30
მედიცინა
ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მორიგი რეკომენდაციების შესახებ წერს:
„ახალ წელს ვხვდებით ახალი კოვიდით, მეტსახელად, “კრაკენი” (kraken).
✅SARS-CoV-2-ის ახალი ვარიანტი/შტამი XBB1.5 საქართველოშია.
✅ცნობილია, რომ ეს ვარიანტი/შტამი დღემდე ცნობილ ვარიანტებზე სწრაფად ვრცელდება და მრავლდება (140%-მდე უფრო გადამდებია წინა შტამებთან შედარებით).
✅ჩინეთში, საიდანაც ეს ახალი ვერიანტი/შტამი გავრცელდა, საავადმყოფოები გადავსებულია პაციენტებით. რეანიმაციაში ადგილები არ აქვთ, ხალხი დერეფნებში წევს. კოვიდსიკვდილიანობა 10,000 ადამიანს აღწევს დღეში.
✅31 დეკემბრისთვის XBB1.5 ვარიანტი/შტამი დომინანტი გახდა აშშ-ში, სადაც ბივალენტური ვაქცინაც აქვთ და კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატებიც.
✅საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ახალი გამოწვევისთვის მზად არ არის❗️
📌ბივალენტური ვაქცინა მათთვის, ვისაც აცრა სურს, არ არსებობს❗️
📌რეანიმაციული განყოფილებები მზადყოფნაში არ არის❗️
📌კოვიდ-19-ის სამკურნალო ახალი ანტივირუსული პრეპარატების მარაგი არ არის❗️
📌ინფექციის ახალ ტალღასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა და მოქმედების ალგორითმი არ არსებობს ქვეყანაში❗️
✅რას გვთავაზობს მთავრობა, ისევ “ჩაკეტვებს”/“ლოკდაუნებს”, და ასე დავამარცხებთ ვირუსს?!
✅სხვის და საკუთარ შეცდომებზე ჯიუტად არ ვსწავლობთ…
✅მოიმარაგეთ პირბადეები და სიცხის დამწევები და აუცილებლად დაადგინეთ, ვინ არის თქვენი ოჯახის ექიმი“, წერს ფხაკაძე.
0
0