20/09/2024
23:39
სპორტი
საქართველოს ნაკრები ფიფა-ს რეიტინგში კიდევ 4 საფეხურით დაწინაურდა და ამ დროისთვის 66-ე პოზიციაზე იმყოფება. ერთა ლიგის სასტარტო მატჩებში გამარჯვებით "ჯვაროსნებმა" წინა რეიტინგს 16.81 ქულა შეჰმატეს და ახლა ჯამური მაჩვენებელი - 1378.22 აქვთ.
რაც შეეხება ერთა ლიგის B1 ჯგუფში ჩვენს მეტოქეებს, უცნაურია, რომ ორი მარცხის მიუხედავად ერთი საფეხურით დაწინაურდა უკრაინის ნაკრები (24-ე ადგილი), ისევე, როგორც ჩეხეთი (46-ე ადგილი), ალბანეთი კი ერთი პოზიციით დაქვეითდა და 67-ე ადგილზე საქართველოს უდგას კვალში.
უცვლელია განლაგება პირველ ათეულში: 1. არგენტინა - 1889.02; 2. საფრანგეთი - 1851.92; 3. ესპანეთი - 1836.42; 4. ინგლისი - 1817.28; 5. ბრაზილია - 1785.61; 6. ბელგია - 1768.14; 7. ნიდერლანდები - 1759.95; 8. პორტუგალია - 1752.14; 9. კოლუმბია - 1738.72; 10. იტალია - 1726.31.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების საუკეთესო მაჩვენებელი რეიტინგში იყო 42-ე ადგილი 1998 წლის თებერვლის რეიტინგში, ხოლო ყველაზე უარესი - 156-ე ადგილი 1994 წლის მაისში.
0
0